1:1 მენტორობა

ხანგრძლივობა: 6 კვირა | ფორმატი: online

მენტორობა გჭრდება თუ:

აპირებ ან გინდა დაიწყო პერსონალური ბლოგი და გაქვს გაურკვევლობა

ქმნი კონტენტს და "გაიჭედე"

იდეებსა და შედეგებში

შედეგი გაქვს, მაგრამ "გადაიწვი",
რადგან არ გაქვს სისტემა და
პროცესი ძალიან დამღლელია

გინდა შექმნა პროდუქტი, რომელიც გაიყიდება სწორ აუდიტორიაზე

გჭირდება ადამიანი, რომელიც მთელ პროცესში შენთან ერთად იქნება

მე არ ჩაგიტარებ უბრალოდ ლექციებს.

მე ვიქნები შენთან ერთად 6 კვირის განმავლობაში და ვიმუშავებ სრული ჩართულობით, რომ მივიღოთ

სასურველი შედეგი

ვინ გაიარა უკვე მენტორობის პროგრამა?

ნიკას დავეხმარე დაეწყო სრულიად

0-დან კონტენტის შექმნა.


ჩამოვაყალიბეთ პოზიციონირება,

გავწერეთ გაყიდვებისა და კონტენტის სტრატეგიები,

შევქმენით კომფორტული და მასზე მორგებული სისტემა, რომ ყოველი ახალი ვიდეო იყოს უფრო მარტივი სამუშაო

მარიამის მთავარი გამოწვევა გამოჩენის შიში და გაზიარება იყო

ამიტომ აქ განსხვავებულად ვიმუშავეთ, რათა პოზიციონირება და სათქმელის გამოტანა სწორად შეძლებოდა.

ვიმუშავეთ კამერის შიშზე, შინაგან დაბრკოლებებსა და ხილვადობის მიღებაზე.

შევქმენით პოზიციონირება და სწორი

tone of voice

არჩილთან ვიმუშავეთ გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციასა და გამარტივებაზე.

შევქმენით პერსონალური ბრენდის ზრდის გეგმა, რომელსაც უკვე დამოუკიდებლად მიყვება და გააგრძელებს.

ამ 6 კვირის მანძილზე

გავაანალიზებთ შენს გამოწვევებსა და მიზნებს, გავწერთ გეგმას, რომელსაც გავყვებით

გვექნება ონლაინ შეხვედრები, რომლის დროსაც დავამუშავებთ გეგმით გაწერილ თემებს

ვიმუშავებთ გაყიდვების დეტალურ გეგმაზე, დავხვეწავთ პროდუქტს და შევქმნით გაყიდვების დეტალურ სტრატეგიას

მიიღებ სრულ კურსზე წვდომას, რათა პროცესში პარალელურად ისწავლო დამოუკიდებლად კონტენტის კეთება

შევქმნით დეტალურ გეგმას, რომ მენტორობის შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელო პროცესის მართვა

პროგრამის დეტალები

რა შედის მენტორობაში?

  • წვდომა სრულ კურსზე

  • ინდივიდუალური დავალებები

  • 6 ონლაინ შეხვედრა 1 თვის განმავლობაში (საჭიროების შემთხვევაში მეტი)

  • მუდმივი კომუნიკაცია

  • ინტენსიური 1 თვის შემდეგ, კომუნიკაციაზე ვრჩებით 2 კვირის მანძილზე და 2 კვირის შემდეგ გვაქვს შემაჯამებელი შეხევდრა

ფორმატი:

ვგეგმავთ ორივესთვის მისაღებ დროს და ვხვდებით ონლაინ, Google meet-ის საშუალებით.
ყველა შეხვედრის ჩანაწერი გეგზავნება.

საჭიროების შემთხვევაში

გთავაზობ დამატებით სერვისებს, დროის გახანგრძლივებას ან შემცირებას.

ღირებულება

მენტორობის ღირებულებაა

$600

50%-ს იხდი დაწყებისას,
50%-ს კი 2 კვირის შემდეგ.

თანხის გადახდამდე უნდა გაიარო პერსონალური გასაუბრება, რათა დავრწმუნდე, რომ მზად ხარ მუშაობისთვის

და შევძლებ შენს დახმარებას

გასაუბრებას დასჭრდება მხოლოდ 15-20 წუთი

შემიძლია შევწყვიტო პროცესი?

თუ 2 კვირის შემდეგ მიხვდები, რომ მენტორობა აღარ გჭრდება, შეგვიძლია შევწყვიტოთ პროცესი და დამატებით არანაირი თანხის გადახდა აღარ გიწევს, რადგან 2 კვირის თანხას იხდი დაწყებისას, შემდეგ კი დარჩენილი 2 კვირის თანხას.

შესაბამისად შეწყვეტა შესაძლებელია 2 კვირის გასვლის შემდეგ.

თუ შეწყვეტას გადაწყვეტ 3 კვირის შემდეგ, რა დროსაც უკვე მეორე ნაწილიც გადახდილი გაქვს, თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

თანხის დაბრუნება შემიძლია?

თანხი 80%-ის დაბრუნებას შეძლებ, თუ პირველი 2 კვირის მანძილზე, ჩემი მხრიდან იქნება შეთანხმების დარღვევა, რაც შეეხება შეხვედრებსა და ინფორმაციის მოწოდებას.

მენტორობის დაწყებამდე გვაქვს გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრებთ რა შემიძლია შენთვის და გადაწყვეტ იწყებ თუ არა.

შეთანხმების შემდეგ იხდი თანხას, მე კი გიგზავნი ჩვენს გეგმას.

თუ ეს გეგმა არ შესრულდება ჩემი მხრიდან, 2 კვირის შემდეგ ვწყვეტთ მენტორობას და შენ იბრუნებ თანხის 80%-ს.


თანხის დაბრუნებას ვეღარ შეძლებ 1 თვის გასვლის შემდეგ.