გინდა დაიწყო პერსონალური ბლოგი,
მაგრამ არ იცი საიდან
და როგორ
ძალიან ბევრ ვიდეოს უყურებ და უფრო ქაოსს გიქმნის ამდენი სტრატეგიის მოსმენა
იწყებ და ჩერდები, რადგან
იდეები გეწურება
უკვე დაიწყე, მაგრამ გაგრძელება გიჭირს, რადგან არ გაქვს სისტემა,
რომელსაც გაყვები
ამოიცანი საკუთარი თავი?
ახლა წარმოიდგინე, რომ არ ხარ მარტო, შენს წუხილს უზიარებ ადამიანებს, რომელთაც იგივე მიზანი აქვთ და იღებ უკუკავშრს, მხარდაჭერასა და რაც მთავარია, პროფესიონალის მითითებებს
ჩვენ ახლა ზუსტად ერთ დონეზე ვართ, რადგან სრულიად 0-დან ვიწყებ ინგლისური ბლოგის შენებას, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთე და
მაქვს ცოდნა
მინდა ეს გზა შენს თვალწინ გავიარო
და ყველა ნაბიჯი დეტალურად გაგიზიარო
ამიტომ შევქმენი
სივრცე დამწყები კრეატორებისთვის, რომელიც ერთი დიდი საზოგადოება იქნება
ეს არ არის კურსი ან მასტერკლასი
აქ არ სწავლობ სილაბუსის მიხედვით
პირდაპირ ეთერში უყურებ, როგორ შენდება პერსონალური ბრენდი და იღებ დეტალურ ინსტრუქციას
უყურებ, როგორ ცდილობს ათობით ადამიანი იგივეს და გეძლევა მოტივაცია
გაიცანი შენი მენტორი
გამარჯობა, მე ანნა ვარ
უკვე 7 წელია ვმუშაობ სოციალური მედიის მარკეტინგში და ვარ ფრილანსერი
თითქმის 2 წელია ვმოგზაურობ, ახლა ვცხოვრობ ბალიზე და ყველაფერს ვაკეთებ ონლაინ
უკვე 400-ზე მეტი სტუდენტი მყავდა, რომელთაც დავეხმარე იგივე ცხოვრება დაეწყოთ
1 წელია დავიწყე მუშაობა პერსონალური ბლოგის მიმართულებით და ჩემმა კლიენტებმა უკვე დადეს მნიშვნელოვანი შედეგები
ახლა კი, ახალ ეტაპზე გადავდივარ, მინდა პერსონალური ბრენდი ავაშენო ინგლისურად, საერთაშორისო აუდიტორიისთვი და მინდა ეს გზა დეტალურად გაგიზიარო.
ვიწყებ 0-დან შენ თვალწინ.
CONTENT LAB არის გამოწერის პრინციპზე დამყარებული ხანგრძლივი პროცესი
მთავარი საკომუნიკაციო არხი არის TELEGRAM,
სადაც 2 სივრცე დაგხვდება: არხი და ჩათი
არხზე ხედავ მხოლოდ ჩემს შეტყობინებებს, ხოლო ჩათში გაქვს მუდმივი კომუნიკაცია ლაბის სხვა წევრებთან
ეს იქნება ხანგრძლივი პროექტი,
რომელზეც იხდი
1 თვის გამოწერის საფასურს თვეში ერთხელ, სურვილის შემთხვევაში შეგიძლია შეწყვიტო წევრობა და უბრალოდ აღარ გადაიხადო შემდეგი თვის გამოწერა.
ღირებულება
პირველი 50 რეგისტრირებულისთვის
$ 9
ეს ფასი დარჩება შენთვის მუდმივად და ყოველთვიურად გადაიხდი იგივეს
50 ადგილის
ამოწურვის შემდეგ
$ 19
თანხას გადაიხდი ყოველთვის იგივე რიცხვში, რა რიცხვშიც შემოუერთდი ლაბს.
(გადახდას მეილით შეგატყობინებ ხოლმე)
კი, გამოწერის შეწყვეტა შეგიძლია, თუმცა არა, უკვე გადახდილის.
თუ შენი გადახდის დროს თანხას აღარ გადაიხდი, არხს ავტომატურად დატოვებ და უნებართვოთ არ ჩამოგაჭრის ბარათიდან.
მთავარ არხზე კომუნიკაცია იქნება კვირაში 2-4-ჯერ და ძირითადად გაგიზიარებ სტრატეგიებს, რომელსაც ვიყენებ ბლოგის მართვის პროცესში, თუმცა ჩათი იქნება ყოველდღიურად აქტიური
ეს არ არის მხოლოდ ჩემი სტრატეგიების გაზიარების ადგილი, ეს იქნება ქომუნითი. გვექნება ლაივ შეხვედრები კრეატორებთან, ჩელენჯები, ფასდაკლებები, გათამაშებები და რაც მთავარია მხარდაჭერა
გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის კურსი და შეუძლებელია ყველა ადამიანთან ინდივიდუალური კომუნიკაცია, ჩემი უკუკავშრები არ გექნება, თუმცა ყველა მოწოდებული ვიქნებით, რომ ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ.
თუ შევამჩნევ ხშირ კითხვებს, აუცილებლად ვუპასუხებ მთავარ არხზე.
პერიოდულად კი გვექნება კითხვების საათები, ამ დროს დასმულ ყველა კითხვას ინდივიდუალურად ვუპასუხებ